ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ:

მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული ელექტრონული სერვისების კრებულს. ამჟამად განთავსებულია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება. პორტალი შექმნილია იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ;
მოქალაქის პორტალით MY.GOV.GE სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის დარეგისტრირებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი;
მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა. ყველა მომსახურება შესაბამისი კატეგორიის მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას;
პორტალიდან მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია.

სტატისტიკა:

პორტალის მეშვეობით საჯარო ინფორმაცია შესაძლებელია გამოთხოვილ იქნას 52 სახელმწიფო დაწესებულებიდან (მათი ქვეუწყებებისა და რეგიონული სამსახურების ჩათვლით 408). პორტალის მეშვეობით საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა შესაძლებელია ყველა იმ სახელმწიფო უწყებიდან, რომელიც ჩართულია საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში.

ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს.

ტელ.: 2251528 8888

ელ-ფოსტა: info@my.gov.ge