ხშირად დასმული კითხვები

რას წარმოადგენს მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE?


მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE წარმოადგენს ონლაინ რესურსს, რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისები.


რა უპირატესობა აქვს მოქალაქის პორტალს MY.GOV.GE?


მოქალაქის პორტალის საშუალებთ შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ახალი პირადობის მოწმობით და/ან ჩემ მიერ დარეგისტრირებული სახელისა და პაროლის მეშვეობით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით ვისარგებლო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დავზოგო როგორც დროითი, ისე ფინანსური რესურსები.


როგორ დავრეგისტრირდე მოქალაქის პორტალზე?


მოქალაქის პორტალზე (MY.GOV.GE)  რეგისტრაციის გავლის ორი გზა არსებობს:

  1. რეგისტრაცია ახალი პირადობის მოწმობით - ამ ხერხით დარეგისტრირებისათვის საჭიროა ვფლობდე ახალი ტიპის პირადობის მოწმობას და ბარათის წამკითხველ მოწყობილობას. ვებგვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ბმულზე - სისტემაში შესვლა - დაჭერის შემდეგ, ვირჩევ პუნქტს ახალი პირადობის მოწმობით სისტემაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვიცოდე 4 ნიშნა პინ-კოდი, რომელიც გადმომცეს ახალი პირადობის მოწმობის მიღებისას დალუქულ კონვერტში;
  2. რეგისტრაცია სახელისა და პაროლის გამოყენებით - პორტალზე რეგისტრაციისათვის უნდა მივაკითხო იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ოპერატორი დამარეგისტრირებს მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით.

როგორ აღვადგინო პაროლი?


თუკი დამავიწყდა პაროლი, მის აღსადგენად შევდივარ მოქალაქის პორტალზე მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესაყვან ფორმაში და ვაჭერ ბმულს - „დამავიწყდა პაროლი“. პაროლის აღსადგენად დამჭირდება პორტალზე რეგისტრაციისა არჩეული საიდუმლო კითხვის პასუხი.


როგორი უნდა იყოს პაროლი?


ახალი პაროლის შექმნისას უნდა გავითვალისწინო შემდეგი:


► ახალი პაროლი უნდა შედგებოდეს 8-20 სიმბოლოსგან (ლათინური ანბანის დიდი და პატარა სიმბოლოები და ციფრები);

► დასაშვები პაროლის ნიმუშებია (შემიძლია გამოვიყენო ლათინური სიმბოლოები, რიცხვებისა და ასოითი სიმბოლოების მონაცვლეობა ჩემი შეხედულებისამებრ):


  • Saxeli1234
  • Gvari1234
  • Tbilisi2016
  • Georgia2016

შენიშნა: პაროლის ნიმუშები მხოლოდ საილუსტრაციო დანიშნულებისაა. ჩვენი რჩევაა, რომ ნაჩვენები ლოგიკის გამოყენებით შექმნათ მაქსიმალურად რთული პაროლი (არ გამოიყენოთ საკუთარი სახელი, დაბადების თარიღი ან ნებისმიერი ისეთი სიტყვა ან ციფრთა კომბინაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს პიროვნებასთან), რათა დაცული იყოთ თქვენი პირადი ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისგან.


► ვუთითებ ისეთ პაროლს, რომელიც პორტალზე ჯერ არ გამომიყენებია.


რამდენად დაცულია ჩემი პირადი ინფორმაცია პორტალით სარგებლობის დროს?


MY.GOV.GE-ს პლატფორმა აგებულია მსოფლიოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უკანასკნელ მიღწევებზე, რაც მომხმარებლის მონაცემების დაცულობის სრულ გარანტიას იძლევა.


სად შემიძლია ავიღო ახალი პირადობის მოწმობა?


ახალი პირადობის მოწმობა შემიძლია ავიღო იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.


სად შემიძლია შევიძინო ბარათის წამკითხველი მოწყობილობა?


ბარათის წამკითხველი მოწყობილობა შემიძლია შევიძინო კომპიუტერულ ტექნიკის მაღაზიებსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.


რომელი პროგრამების გადმოწერა დამჭირდება მოქალაქის პორტალზე ახალი პირადობის მოწმობით რეგისტრაციისთვის ?


მოქალაქის პორტალზე ახალი პირადობის მოწმობით რეგისტრაციისთვის დამჭირდება ბარათის წამკითხველი მოწყობილობისა და java პროგრამების გადმოწერა.  ბარათის წამკითხველი მოწყობილობის გადმოსაწერი პროგრამა განთავსებულია ვებგვერდზე: https://id.ge ; java პროგრამისთვის კი შემიძლია გამოვიყენო ბმული: http://www.java.com/en/download/manual.jsp.  ამ ბმულის საშუალებით შევძლებ  პროგრამის დაყენებას, რომელიც რეკომენდებულია „ვინდოუსის“ (Windows 32/64 bit ვერსიები) ოპერაციული სისტემისთვის.


რა მომსახურების მიღება შემიძლია მოქალაქის პორტალის გამოყენებით?


MY.GOV.GE-ს მეშვეობით შემიძლია ვისარგებლო სახელმწიფო სექტორის არაერთი ელექტრონული მომსახურებით: დავარეგისტრირო ბიზნესი, გადავიხადო ჯარიმები, საბიუჯეტო დავალიანება და სხვა. საკმარისია, ვიცოდე თუ რომელი კატეგორიის მომსახურების მიღება მსურს. მაგალითად, იმისათვის რომ შევუკვეთო ბავშვის დაბადების განმეორებითი მოწმობა, საკმარისია შევიდე პიროვნებასთან დაკავშირებულ კატეგორიაში. თუკი სურვილი მაქვს დავარეგისტრირო ბიზნესი, მაშინ ვირჩევ ბიზნესთან დაკავშირებულ კატეგორიას. თემატურად დაჯგუფებული სერვისების მოძიება ძალიან მარტივია. სიახლეა ისიც, რომ მოქალაქის პორტალიდან ასევე შესაძლებელია სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა. სურვილი მაქვს, რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან კონკრეტული საჯარო ინფორმაცია მივღო ან მაქვს რაიმე შეკითხვა ამ უწყების წარმომადგენლებთან? მოქალაქის პორტალიდან შემიძლია დავუკავშირდე ჩემთვის სასურველ უწყებას სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად საჯარო ორგანიზაციებთან ელექტრონული კომუნიკაციების სერვისით და გამოვითხოვო ინფორმაცია, გავაგზავნო წერილი და პასუხიც (კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად) ელექტონულადვე მივიღო. დღეისათვის მოქალაქის პორტალზე ხელმისაწვდომია 60-მდე ელექტრონული სერვისი, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება.


როდის გამოჩნდება მოქალაქის პორტალზე ჩემ მიერ გადახდილი მომსახურების საფასური?


მოქალაქის პორტალზე ჩემ მიერ გადახდილი ნებისმიერი მომსახურების საფასური გამოჩნდება მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში. ეს დამოკიდებულია გადახდისას არჩეული სერვისის პროვაიდერ კომპანიაზე. თუკი მოქალაქის პორტალის ჩემს გვერდზე გადახდიდან 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ კვლავ არ დაფიქსირდა ჩემ მიერ განხორციელებული გადახდა, საკითხის გასარკვევად შემიძლია დავუკავშირდე მოქალაქის პორტალის ადმინისტრაციას ელ. ფოსტის მისამართზე: info.my.gov.ge ან დავტოვო შეტყობინება „ფეისბუქის“ გვერდზე: https://www.facebook.com/my.gov.ge/