პირობები
მოქალაქის პორტალის
გამოყენების წესი და პირობები

პორტალის მიზანი და დანიშნულება
მოქალაქის პორტალი - www.my.gov.ge - არის ელექტრონული სერვისების ერთიანი ვებ-რესურსი. მოქალაქის პორტალზე განთავსებულია საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისები, რომლებიც ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით პორტალის მომხმარებლისთვის.
 

მოქალაქის პორტალის მიზანია მომხმარებლებს შეუქმნას მარტივი, სწრაფი, კომფორტული და მოსახერხებელი გარემო, რომლის საშუალებითაც ისინი შეუზღუდავად მიიღებენ განახლებულ, სრულფასოვან და სწორ ინფორმაციას/სერვისს საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან და ასევე კერძო ორგანიზაციებიდან.
 

მოქალაქის პორტალის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ პორტალი თავის თავში აერთიანებს ყველა არსებულ ელექტრონულ სერვისს, რომლის მისაღებად მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ სხვადასხვა ელექტრონულ ვებ-გვერდებზე რეგისტრაცია და განსხვავებული პირობებისა და გამოყენების მექანიზმების შესწავლა. მოქალაქის პორტალზე მხოლოდ ერთჯერადად რეგისტრაციითა და პორტალის მოხმარების წესებზე დათანხმებით, მომხმარებელს ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მიეწოდება ყველა სასურველი ელექტრონული სერვისი.
 

პორტალის გამოყენების წესი და პირობები
აღნიშნული წესი და პირობები ადგენს პორტალით სარგებლობისას მხარეთა უფლება-მოვალეობებს. პორტალზე განთავსებულ ცალკეულ სერვისებს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სარგებლობის წესი, რომელიც მითითებული იქნება სერვისის აღწერაში. პორტალის გამოყენების წესი და პირობები შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებებსა და დამატებებს, რის შესახებაც მომხმარებელი შეიტყობს პორტალის შეტყობინებების საშუალებით.
 

პორტალის გამოყენების ზოგიერთი წესი
პორტალზე რეგისტრაციის ორი გზა არსებობს: (1) მომხმარების სახელითა და პაროლით და (2) ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით.
მომხმარებლის სახელითა და პაროლით რეგისტრაცია შესაძლებელია ორგვარად:
ა) მოქალაქე გამოცხადება იუსტიციის ნებისმიერ სახლში, სადაც ოპერატორი მოახდენს მის რეგისტრაციას პორტალზე. საჭიროა, რომ მოქალაქეს თან ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განაცხადზე ხელის მოწერით დაეთანხმოს მოქალაქის პორტალის გამოყენების პირობებს;
ბ) მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია ვიდეო კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი კომპიუტერული მოწყობილობა, პორტალზე შესვლისას მიმართავს ვიდეო კომუნიკაციის სერვისს, საიდანაც ოპერატორი მოახდენს მის იდენტიფიცირებას და განუმარტავს მოქალაქის პორტალის გამოყენების პირობებს; ამის შემდეგ, მოქალაქე გადამისამართება რეგისტრაციის დასრულების გვერდზე. მოქალაქეს ასევე თან უნდა ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 

ახალი პირადობის მოწმობით რეგისტრაციისათვის, საჭიროა მომხმარებელი შევიდეს მოქალაქის პორტალზე, შესვლის მენიუდან ამოირჩიოს პუნქტი „ახალი პირადობის მოწმობით“ და დამოუკიდებლად დარეგისტრირდეს სისტემაში. ახალი პირადობის მოწმობით რეგისტრაციისათვის, საჭიროა მომხმარებელი ფლობდეს მოქმედ ახალი ტიპის პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და ბარათის წამკითხველ მოწყობილობას.
 

პორტალზე მომხმარებლის სახელითა და პაროლით რეგისტრირებული მომხმარებლისათვის, რეგისტრაციისას მინიჭებული პაროლი ერთჯერადია, რომლის შეცვლაც აუცილებელია პორტალზე პირველი ავტორიზაციის შემდეგ.
პორტალზე მომხმარებლის სახელითა და ერთჯერადი პაროლით პირველი ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი თავად ირჩევს მომხმარებლის სასურველ პაროლს, მომხმარებლის სახელად კი განისაზღვრება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ახალი პირადობის მოწმობის მეშვეობით, რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ყოველი შესვლისას საჭიროა ბარათის წამკითხველი მოწყობილობის (ე.წ. „ქარდ რიდერი“) გამოყენება და სისტემაში ყოველ ჯერზე შესვლისას 4 ციფრიანი პინ კოდის შეყვანა. აღნიშნული პინ კოდის გადაცემა ხდება ახალი პირადობის მოწმობის აღებისას დალუქულ კონვერტში.
პირველადი რეგისტრაციისას სისტემა მოითხოვს თქვენი მობილური ტელეფონის ნომრისა და ელ. ფოსტის მისამართის მითითებას.  აღნიშნული მონაცემების შეცვლა ნებიმისერ დროს შეგიძლიათ პროფილის რედაქტირების ფუნქციის გამოყენებით.
განმეორებითი შესვლისას მობილური ტელეფონის ნომრისა და ელ. ფოსტის ხელახალი მითითება საჭირო არ არის.
ახალი პირადობის მოწმობით რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის პორტალზე ხელმისაწვდომია ყველა სერვისი, მათ შორის ის სერვისები, რომლებიც საჭიროებს დოკუმენტის ციფრულად ხელმოწერას.
დოკუმენტის ციფრულად ხელმოწერისათვის გამოიყენება ახალი პირადობის მოწმობასთან ერთად დალუქულ კონვერტში გადმოცემული 5 ნიშნა პინ კოდის მეშვეობით შექმნილი 6 ნიშნა ციფრული ხელმოწერის პინ კოდი. ციფრული ხელმოწერის კოდის გააქტიურებისათვის მიმართეთ საიტს id.ge.
 

პორტალის სერვისები და საინფორმაციო ნაწილი
პორტალზე შინაარსობრივად ერთგვაროვნი ან მსგავსი სერვისები დაჯგუფებულია კონკრეტული კატეგორიების მიხადვით, როგორიცაა მაგალითად: ოჯახი, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, ქონება, ბიზნესი და აშ.
 

კონკრეტულ სერვისებთან ერთად მომხმარებელს პერსონალური გვერდის საშუალებით ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების შესახებ, მაგალითად: მომხმარებლის მონაწილეობა სამოქალაქო აქტებში, ასევე ინფორმაცია თუ რა ქონებას ფლობს იგი, ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ და ა.შ.
 

მოქალაქის პორტალი მომხამრებელს  საშუალებას აძლევს ელექტრონულად მიმართოს საჯარო დაწესებულებებს და გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საჯარო ინფორმაცია, ასევე კონკრეტულ ორგანიზაციებში მის შესახებ დაცული პერსონალური მონაცემები. საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მოქალაქის ელექტრონულ მიმართვაზე გასცენ დასაბუთებული პასუხი.
 

მოქალაქის პორტალზე მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტრონულად შეავსოს კონკრეტული სერვისის მისაღებად განაცხადები, შეინახოს შევსებული განაცხადები და მიღებული პასუხები, შემდგომში შეიტანოს მათში კოტექტივები, საჭიროებისამებრ, ციფრულად მოაწეროს ხელი და გააგზავნოს ადრესატთან.
 

მოქალაქეს ასევე შეუძლია ატვირთოს და შეინახოს დოკუმენტები პორტალზე მის პერსონალურ დოკუმენტთა საცავში.
 

მომხმარებლის პორტალზე შესვლისთანავე უჩნდება მისი პირადი გვერდი. მომხმარებლის პირადი გვერდი წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოცემულია პიროვნებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და სერვისების ჩამონათვალი.
 

პორტალზე განთავსებული სერვისები გაერთიანებულია შემდეგ კატეგორიებში:  პირადი ინფორმაცია, ოჯახი, ჯანმრთელობა, სოციალური მომსახურება, ქონება, ბიზნესი, გადასახადები, ჯარიმები, განათლება, კომუნალური გადასახადები. მომხმარებელს აქვს საშუალება თავად შექმნას საკუთარი რჩეული მენიუ, სადაც განათავსებს მისთვის საინტერესო ან სასურველ სერვისებს და კიდევ უფრო გამარტივებულად მოახერხებს მათზე წვდომის განხორციელებას.
 

პორტალის მხარეები
პორტალის მხარეები არიან პორტალის მომხმარებელი, სსიპ. მონაცემთა გაცვლის სააგენტო და პორტალზე არსებული ელ-სერვისების პროვაიდერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები.
 
პორტალის მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება პორტალის მომხმარებლად და თანხმობას აცხადებს პორტალის გამოყენების წესსა და პირობებზე.
 

პორტალის მომხმარებელს უფლება აქვს:
  • გამოითხოვოს და მიიღოს პორტალზე ინტეგრირებული ელექტრონული სერვისები;
  • მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაცვა პორტალით სარგებლობისას;
  • მიიღოს შეტყობინებები პორტალის გამოყენების წესებსა და პროცედურებში ცვლილებების შესახებ და გამოხატოს მათზე თანხმობა ან უარი თქვას პორტალის გამოყენებაზე.

პორტალის მომხმარებელი ვალდებულია:
  • დაიცვას მომხმარებლის სახელისა და პაროლის კონფიდენციალურობა, უსაფრთხოდ შეინახოს და არ დაუშვას მესამე მხარისათვის მისი გადაცემა. მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაკარგვის, სხვისთვის გადაცემის, ან მომხმარებლის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით სხვაგვარად კონფიდენციალობის დარღვევის დროს, დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
  • არ მოიმოქმედოს რაიმე ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო სამართლის დარღვევად, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო ან / და მომიჯნავე უფლებების შელახვად, ისევე, როგორც ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს პორტალისა და პორტალზე არსებული სერვისების სტანდარტული ფუნქციონირების შეფერხება ან/და გაჩერება;
  • მომხმარებლების მიერ პორტალზე გაკეთებული კომენტარები და ჩანაწერები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებსა და ეთიკას.

ელექტრონული სერვისების პროვაიდერები - მოქალაქის პორტალზე ელექტრონული სერვისების მომწოდებელი სახელმწიფო ორგანიზაცია ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. ელექტრონული სერვისების პროვაიდერები პასუხისმგებელი არიან ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი ინფორმაციის მომხმარებლისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიწოდებაზე, ინფორმაციის სისრულეზე, სისწორესა და უტყუარობაზე.
 

მონაცემთა გაცვლის სააგენტო წარმოადგენს მოქალაქის პორტალის შექმნაზე, ადმინისტრირებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას. მონაცემთა გაცვლის სააგენტო:
  • უზრუნველყოფს პორტალის ტექნიკურ გამართულობას და ფუნქციონირებას უწყვეტ - 24/7 რეჟიმში;
  • უზრუნველყოფს პორტალზე მომხმარებელთა დაშვებას, დაშვების ტიპის გათვალისწინებით განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ პორტალის გამოყენების უფლებამოსილებას;
  • უზრუნველყოფს მომხმარებელსა და ელექტრონული სერვისის პროვაიდერს შორის პორტალის საშუალებით ტექნიკური კავშირის დამყარებას, სერვისის გამოძახებას, სერვის პროვაიდერისთვის მომხმარებლის მოთხოვნის/განაცხადის გაგზავნას და შესაბამისი პასუხის დაბრუნებას მომხმარებლისთვის, მომხმარებელსა და სერვის პროვაიდერს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას;
  • უზურნველყოფს ელექტრონული სერვისის პროვაიდერის მიერ მომხმარებლისთვის გასაგზავნი ინფორმაციის უცვლელად და უმოკლეს ვადებში მიწოდებას;
  • მონაცემთა გაცვლის სააგენტო, როგორც პორტალის ადმინისტრატორი, უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს პორტალის გამოყენების წესები და პირობები;
  • უზრუნველყოფს პორტალის გამოყენების წესებისა და პირობების ცვლილების შესახებ მომხმარებლების ინფორმირებას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა
პორტალის მეშვეობით ელექტრონული სერვისის გამოძახებისას/სერვისის ინიცირებისას მომხმარებელი თანხმობას გამოხატავს  ამ სერვისით სარგებლობისთვის და შესაბამისად, თანხმობას აძლევს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სერვისის მიღების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
 

პერსონალურ მონაცემთა შენახვა, განადგურება
მონაცემთა გაცვლის სააგენტო მომხმარებლის მიერ პორტალით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშვებისას ხელმძღვანელობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
 

მონაცემთა  პერსონალური მონაცემების შენახვა ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლისთვის ელექტრონული სერვისის მიწოდების მიზნით და ამ მიზნის მიღწევის შემდგომ, პერსონალური მონაცემები პორტალიდან იშლება.
 

უსაფრთხოების მექანიზმები
მოქალაქის პორტალზე უზრუნველყოფილია მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის სათანადო ზომები.
 

პორტალის განახლება
მოქალაქის პორტალი მუდმივად განვითარებისა და დახვეწის პროცესშია, შესაბამისად პორტალზე სერვისების რაოდენობა სულ მატულობს და მომხმარებლებს შინაარსობრივად და ხარისხობრივად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სერვისის გამოყენების წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე მომხმარებელს მიუვა შეტყობინება პორტალის საშუალებით.
 

თანხმობა პორტალის გამოყენების წესებსა და პირობებზე
მომხმარებლის მიერ პორტალზე რეგისტრაციის ნების გამოხატვით, რაც დასტურდება ამ შეთანხმების ხელმოწერით - მასზე დათანხმებით, მომხმარებელი ეთანხმება პორტალის გამოყენების პირობებს, ასევე ყველა იმ მომსახურების პირობას, რომლის მიღებაც შესაძლებელია პორტალის მეშვეობით.
 

მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს პორტალის გამოყენების წესსა და პირობებს. მომხმარებელი თანხმობას გამოხატავს ერთჯერადად, რეგისტრაციის შემდეგ პირველად პორტალზე შემოსვლისას.
 

მომხმარებელი თანხმობას აცხადებს პორტალის ყველა არსებული, სამომავლო ან შეცვლილი მომსახურების მიღებაზე, რისი დასტურიცაა ამ პირობებზე დათანხმება.
  • ან პორტალის მომსახურების გამოყენების წესის ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელი პორტალის მეშვეობით მიიღებს შეტყობინებას. თუკი მომხმარებელი არ ეთანხმება შეცვლილ პირობებს ან აღარ სურს პორტალის მომსახურებით სარგებლობა, იგი უფლებამოსილია უარი თქვას პორტალით შემდგომში სარგებლობაზე.

საავტორო და მომიჯნავე უფლებები
მოქალაქის პორტალის დიზაინი, ლოგო და შიგთავსი წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ობიექტს და მათი გამოყენება დაუშვებელია პორტალის ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
 

დავები
მოქალაქის პორტალით სარგებლობისას მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის წარმოშობილი დავები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
 

კონტაქტი
ნებისმიერი ტექნიკური შეფერხებებისა და პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ სამუშაო საათებში 10-დან 18-სთმდე შაბათ-კვირის გარდა - 2251528 8888. ელ.ფოსტა:info@my.gov.ge